მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობის დელეგაცია დავოსში მიემგზავრება - ვინ შედის დელეგაციაში

5e25b12d92598
ინგა მურუსიძე
20.01.20 17:54
1408
საქართველოს მთავრობის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიემგზავრება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარია და მისი დელეგაცაია ფორუმზე 21-24 იანვარს მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.