27.მარტი .2020 11:00

საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეისებს ვარშავისა და ლონდონის მიმართულებები დაემატა

views 539
უკან

საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ავიარესებს ვარშავისა და ლონდონის მიმართულებები დაემატა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხვა დაგეგმილ ავიარეისებთან ერთად 28 მარტს კომპანია „ლოტი“ შეასრულებს რეისს ვარშავა-თბილისი, ხოლო 4 აპრილს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ გეგმიურ რეისს ლონდონი-თბილისის მიმართულებით.

შეგახსენებთ უკვე დაგეგმილი ფრენების განრიგს, რომლებსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს - 31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი; 3 აპრილი - ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი - ათენი-თბილისი; 10 აპრილი - ლარნაკა-თბილისი.

მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოყვანილი ყველა მგზავრი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.