„საქართველოს მთავრობის პირველი ამოცანა და პრიორიტეტი დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ტურიზმის სამიტზე სფეროს წარმომადგენლებისთვის “განახლებული რეგიონების” პროექტის გაცნობისას განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პროექტი "განახლებული რეგიონები" საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორცილდება და ყველა რეგიონში არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს.
უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მსოფლიო ტურიზმის სამიტზე, მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, თუ როგორ მოვახერხეთ ასეთ მოკლე დროში კოვიდის მიუხედავად ასეთი სწრაფი ტემპით ტურიზმისა და ავიაციის აღდგენა. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, საქართველომ მოიყვანა მაგალითი განახლებული რეგიონების პროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. ასევე ვისაუბრეთ დასაქმების მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და სხვა ქვეყნებს გააჩნია კოვიდ-19-ის რეალობაში. რა თქმა უნდა, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, პოზიციონირებას და ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, მსოფლიო ტურიზმის სამიტი ესპანეთში, ბარსელონაში იმართება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ