მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობისგან ყველაზე მეტად გამჭვირვალობა გვჭირდება - Tbilisi Marriott-ის გენმენეჯერი

5e55522ad0615
ლევან თაღიაშვილი
25.02.20 22:19
1023
საქართველოში საინვესტიციო გარემოს შეფასებისას Tbilisi Marriott-ის გენერალური მენეჯერი, კამერონ მაკნეილი მთავარ ფაქტორებად არჩევნებს ასახელებს. მისი თქმით, მთავრობისგან ყველაზე მეტად ბიზნესი გამჭვირვალობას ითხოვს, რათა მათ ნდობა მოიპოვონ და მათ ინიციატივებს გაჰყვნენ. ის ამბობს, რომ ბიზნესმა პოზიტიური დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს და მაქსიმუმი გააკეთოს.

"ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნების წელს გაურკვევლობა შემოაქვს. მე არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ განვჭვრიტო თუ რა მოხდება მომავალში, თუმცა ვფიქრობ, რომ ბიზნეს საზოგადოებამ პოზიტიური განწყობა უნდა შეინარჩუნოს, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ფაქტობრივად, უნდა ვიყვიროთ, თუ რა კარგი ქვეყანაა რეგიონში საქართველო ინვესტიციების მოსაზიდად. ამისთვის სტაბილურობაა საჭირო, რათა ყველა ჩვენგანმა ის ვაკეთოთ, რაც შეგვიძლია, ბიზნესი ოპტიმალურ კონდიციაში იყოს და მაქსიმუმი გააკეთოს.

საქართველოს მთავრობისგან, ვფიქრობ, ყველაზე მეტად გამჭვირვალობა გვჭირდება, რათა მათ ხალხი ენდოს და გაჰყვეს ინიციატივებს. ეს ისაა, რაც ყველას სურს", - განაცხადა მან.