19.სექტემბერი .2019 13:45

საქართველოს მთლიანი ექსპორტის 38% სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს

views 702
უკან

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს, 2019 წლის პირველი რვა თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ქართული ექსპორტის მოცულობა ამ პერიოდში $2,411,600,000-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან მიმართებით 12%-ით მეტი იყო.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის წმინდა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე $916,500,000 დოლარით ნაკლებს შეადგენდა და $1,495,100,000 იყო. შესაბამისად, რეექსპორტზე ქართული ექსპორტის 38% მოდის. წმინდა ექსპორტის ზრდა კი მთლიანი ექსპორტის ზრდაზე ნაკლები იყო და 2.4%-ს შეადგენდა. 

ძირითადი საქონელი, რომელიც საქართველოდან რეექსპორტის სახით გადის, არის სპილენძის მადნები და კონცენტრადები და მსუბუქი ავტომობილები. 2019 წლის 8 თვეში საქართველოდან $381,521,500-ის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები გავიდა, რისი 100%-ით რეექსპორტს წარმოადგენდა, ხოლო სპილენძის მადნების ექსპორტი კი $430,629,600 იყო, რისი 2/3-იც რეექსპორტის სახით გავიდა საქართველოდან. 

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, კი საქართველოს ექსპორტში რუსეთი ლიდერობს, სადაც იანვარ-აგვისტოში $338,665,300-ის საქონელია ექსპორტირებული. ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 20%-ით მეტია. 

ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი ხორციელდება ბულგარეთია, იანვარ-აგვისტოში ბულგარეთში $190,816,800-ის საქონელი გაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა