ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.2 მლრდ აშშ დოლარი (52.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113.2 პროცენტია.
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო - 24.3 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო - 8.8 მლნ აშშ დოლარით. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო, ვალი 69.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სებ–ის ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი (21.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 46.9 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (15.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 415.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 826.4 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 894.1 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.4 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (30.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 65.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.8 მლრდ აშშ დოლარია (10.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.4 პროცენტია.
2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 39.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 38.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 0.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2019 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 415.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას