მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ნავსადგურებში, სავარაუდოდ, ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგება

5e27e61887dfb
ინგა მურუსიძე
22.01.20 11:00
2526
საქართველოს ნავსადგურებში, სავარაუდოდ, ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგება. საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, ერთი ფანჯრის (single window) პრინციპის დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევისთვის უწყებათშორისო საბჭო შეიქმნა.

საბჭოს შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნათია მიმინოშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ოფიცერი მერაბ ქაჯაია და ა.შ. საბჭოს სულ 35 წევრი ყავს.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, საბჭოს ამოცანაა, საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინცპის დანერგვის მიზნით სანავსადგურე სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შექმნის მიზანშეწონილობის კვლევაში აქტიური მონაწილეობის მიღება, კოორდინაცია მისი დანერგვის საფუძვლის მოსამზადებლად და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენა არა უგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა.

საბჭოს სამდივნოს ფუნქციების შესრულება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალა.