მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტი სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს მასპინძლობს

647d70d86850a
BM.GE
05.06.23 10:11
486
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, 5-6 ივნისს საქართველოს სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სამი ქვეყნის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

მსჯელობის მთავარი თემები იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა და შალვა პაპუაშვილი ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სლოვაკეთის, ჩეხეთის და ავსტრიის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთად მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს.