მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდება

624400655207d
მარიამ იზორია
30.03.22 10:52
656
“საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს ახალ ეტაპზე გადავყავართ და ამიტომ, ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართავს.

„საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს ახალ ეტაპზე გადავყავართ და ამიტომ, ამ მხრივაც მნიშვნელოვანია შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ვფიქრობ, ეს იქნება, მათ შორის, საფუძველი პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა. ამ განაცხადის საფუძველზე, იქმნება ახალი შესაძლებლობებიც, მათ შორის, კომუნიკაციის კუთხით. მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ეტაპი საქართველომ სწრაფად გაიაროს - რაც შეეხება განაცხადის შემდეგ შეფასების პერიოდს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შეძლებისდაგვარად მალე მოხდეს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველომ ევროკავშირთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში გაიაროს. ეს გააადვილებს საქართველოში მუშაობასაც.

საქართველოს კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით გვაქვს დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.