მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პირველი ლოქდაუნი დაახლოებით 550 მილიონი ლარი დაუჯდა - Galt&Taggart

5fc2051882ce8
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.20 12:24
3261

საქართველოს პირველი ლოქდაუნი დაახლოებით 550 მილიონი ლარი დაუჯდა - ამის შესახებ გადაცემა Forbes კვირას Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პირველი ლოქდაუნი, რომელიც 21 მარტიდან 22 მაისამდე გაგრძელდა, ძირითადად მეორე კვარტლის პერიოდს დაემთხვა, როცა საქართველოს ეკონომიკა 13.2%-ით შემცირდა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ლოქდაუნი გამოცხადდა აპრილში, როცა არის აღდგომის დღესასწაულია და როგორც წესი, დღესასწაულების პერიოდში გაყიდვები იზრდება ხოლმე, უხეში შეფასებით, ქვეყანამ 300 მილიონამდე დანაკლისი მიიღო, მაისში დანაკლისი იყო 250 მილიონამდე და აქ გათვალისწინებულია, რომ მაისში მთავრობის კაპიტალური ხარჯები იყო მნიშვნელოვნად შემცირებული, დაახლოებით 41%-ით, მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლოქდაუნი საქართველოს დაუჯდა 550 მილიონი ლარი”,- აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.

რაც შეეხება ეკონომიკაში ამ თანხის წვლილს, Galt&Taggart-ის ეკონომისტი ამბობს, რომ სწორედ ლოქდაუნის გავლენით საქართველოში ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდა.

“ამ დროს ლოქდაუნი იყო არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში და საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ჩვენი გათვლებით, ლოქდაუნმა დამატებით ეკონომიკა დაახლოებით 5.4%-ით შეამცირა, ანუ რომ არა ლოქდაუნი მეორე კვარტალში ეკონომიკა არა 13.2%-ით არამედ 7.9%-ით შემცირდებოდა და 9 თვის მონაცემებით გვექნებოდა არა ეკონომიკის 5.2%-იანი შემცირება, არამედ 3.4%.

ყველაფერთან ერთად, პარალელი შეიძლება გავავლოთ ისეთ ქვეყანასთან როგორიც შვედეთია, რომელმაც ლოქდაუნი საერთოდ არ გამოიყენა, თუმცა, მეორე კვარტალში ეკონომიკა აქ 9%-მდე მაინც შემცირდა. ანუ, ჩვენ რომ არ გამოგვეცხადებინა ლოქდაუნი ჩვენი ეკონომიკა მაინც შემცირდებოდა, რადგანაც შეფერხება იყო მიწოდების ჯაჭვებში, რამაც მრავალ მაკროეკონომიკურ პარამეტრზე იქონია გავლენა”,- აცხადებს ლაშა ქავთარაძე.