მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პოსტკრიზისული გეგმის შექმნაზე კემბრიჯში პროფესორები მუშაობენ - პრემიერი

5ece6b2d14642
ვიქტორია მღებრიშვილი
27.05.20 17:26
2682
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე კემბრიჯსა და ნიუ-იორკში პროფესორების ჯგუფი მუშაობს. ამის შესახებ მან პარლამენტში COVID-19-თან ბრძოლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ის ანგარიშს წარადგენს და არა სამომავლო გეგმებს, თუმცა მისივე თქმით, მომავალში მთავრობა დეველოპერული და ჯანდაცვის სექტორების ანტიკრიზისულ გეგმებს წარადგენს.

პრემიერის თქმით, ანტიკრიზისული გეგმის შემდეგ დაწყებულია პოსტკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელზეც მუშაობენ როგორც ადგილობრივი ექსპერტები, ასევე უცხოელი პროფესორები.

„რაც შეეხება პოსტკრიზისულ გეგმებს, მინდა გითხრათ, რომ გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა, ექსპერტებისა ჩვენს პოსტკრიზისულ ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე მუშაობენ კემბრიჯში, ძალზე სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი დონორები, საერთაშორისო პარტნიორები, ისევე როგორც ნიუ-იორკის "დელოიტის" ოფისი მუშაობს საქართველოს პოსტკრიზისული გეგმის შექმნაზე. როგორც კი დასრულდება ამ გეგმას ჩვენ  წარმოვადგენთ და ამასაც ყველასთვის ღიას გავხდით და ყველას ამაზე დისკუსიის შესაძლებლობას მივცემთ“, - განაცხადა პრემიერმა.