05.აგვისტო .2021 19:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერს შეხვდა.
views 205
უკან

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც, პანდემიის გამო, ტურისტულ და ავიაციის სფეროს გლობალურად შეექმნა. აღინიშნა, რომ საქართველოში შეზღუდვების თანმიმდევრული და ეტაპობრივი შემსუბუქების შედეგად, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა დაიწყო, რაზეც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც მიუთითებს. ხაზი გაესვა ტურიზმისა და ავიაციის სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერის განცხადებით, საქართველოში ოპერირება განაახლეს როგორც იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც პანდემიამდეც ოპერირებდნენ, ასევე ქვეყანაში შემოვიდა არაერთი ახალი კომპანია, რომელიც რეგულარულ რეისებს, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც ასრულებს.

საუბარი შეეხო აეროპორტების უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და TAV-ის შემდგომი განვითარების გეგმებს საქართველოში.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დგამს შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენის, ისე ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ბიზნესის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ,რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა