21.დეკემბერი .2022 20:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება
views 566
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, რიადის მეფემ ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ალ იბრაჰიმი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი საქართველოში სალმან ალ ალშეიხი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი დახვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა