მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს გიორგი სახოკია უხელმძღვანელებს

5dbc00095c808
თელარა გელანტია
01.11.19 13:41
7350
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს გიორგი სახოკია უხელმძღვანელებს.  ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის მთავრობის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

ის გახარიას შს მინისტრობის დროს შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი იყო.

გიორგი სახოკიამ პრემიერის აპარატის უფროსის პოსტზე შეცვალა ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია.

შეგახსენებთ: მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, პრემიერის აპარატს გიორგი ჭოლაძე ხელმძღვანელობდა; მთავრობის ადმინისტრაციას კი - კახა კახიშვილი, რომელმაც პრემიერის მრჩევლის პოსტზე გადაინაცვლა.