მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრემიერი დღეს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

60b5cd35bfc6b
თელარა გელანტია
01.06.21 09:57
662
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს. 

მთავრობის მეთაური, ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიფ ერდოღანს შეხვდება. თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეპ ტაიფ ერდოღანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავს გვირგვინით შეამკობს და მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს ვიეც-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.