25.იანვარი .2020 15:10

საქართველოს პრემიერი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს

views 283
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაუგრძნობს და სოლიდარობას უცხადებს.

„თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს, დაშავებულებს და მათ ოჯახებს. მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს”, - წერს პრემიერი „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა