საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზები დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განმარტა. მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ის 12 პირობაა, რომელიც მან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ამიტომ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს და დეპოლარიზაცია სწორედ პარლამენტის გავლით უნდა შესრულდეს.
„ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სესიას. არც ერთი ბულინგისა და ზეწოლის შედეგად არ მომიწერია ხელი ამისთვის. დღეს ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა 12 რეკომენდაციაა, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან. ჩვენ ეს 6-7 თვეში უნდა შევასრულოთ და ეს ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამდენად მიმაჩნია, რომ სესია არის სრულად გამართლებული. გამართლებული არ არის ახლა შესვენება; კომიტეტები და კომისიები საქმიანობა ასევე გამართლებულია და მოვუწოდებ ოპოზიციას და უმრავლესობას მონაწილეობა მიიღონ ყველაფერში.
ყველა ძალისხმევა უნდა ვიხმაროთ, რომ ის კანონები, რომელიც მისაღებია დროულად მივიღოთ და პირველ რიგში დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით, დიალოგით პარლამენტში იყოს გადაწყვეტილი.
ეს ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივაა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება ამ პერსპექტივიდან და გზიდან გადაგვიყვანოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო