მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პროკურატურა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტების ამოღებას ისწავლის

628dd2ab7ccec
BM.GE
25.05.22 11:00
9255
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების, კერძოდ, კრიპტოვალუტების ამოღების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებით და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წარმატებით შეძლონ მათი ამოღება.

აღნიშნული სახელმძღვანელო აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერითა და დახმარებით შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს ითვალისწინებს.

„ვირტუალური აქტივების სახელმძღვანელოში განხილულია ის საუკეთესო პრაქტიკები, რომელიც დაეხმარება პროკურორებს და გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით, ეფექტიანად ამოიღონ მესამე პირების მფლობელობაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივები“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ ალექსანდრე მუყასაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ვირტუალური აქტივების პოპულარიზაციასთან ერთად გაიზარდა მისი გამოყენების არეალი დანაშაულებრივ საქმიანობაში, რის გამოც დღის წესრიგში დადგა საგამოძიებო ორგანოების მიერ დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობა ვირტუალური აქტივების მოძიებისა და ამოღების მიმართულებით.