20.მარტი .2021 17:20

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა
views 837
უკან

საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი 23:6 დაამარცხა.

„გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ში.

მთავრობის მეთაური “ბორჯღალოსნებს” მომავალ მატჩებში წარმატებას უსურვებს.

“გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა! ჩვენს "ბორჯღალოსნებს" მომავალ მატჩებში წარმატებას ვუსურვებ!”, - წერს პრემიერ-მინისტრი.

28 მარტს, 15:00 საათზე ბორჯღალოსნები მესხის სტადიონზე რუმინეთს შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა