მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რეგიონები, რომლითაც ყველაზე მეტად ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორები

5f57bc7eeadb3
BM.GE
09.09.20 00:00
1476
საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში $409.6 მლნ ოდენობის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.6%-ით ნაკლებია.

ანგარიშში საუბარია ინვესტიციების რეგიონების მიხედვით განაწილებაზეც, სადაც ნათლად იკვეთება, რომ FDI-ს ძირითადი ნაწილი დედაქალაქში კონცენტრირდება. გასაკვირი არ არის, რომ ინვესტორებისთვის დედაქალქი მიმზიდველია, თუმცა თბილისში ინვესტიციების დიდ რაოდენობას ისიც განაპირობებს, რომ საფინანსო სექტორის მონაცემები მთლიანად დედაქალაქზეა მიკუთვნებული.

2020 წლის პირველის ნახევრის მდგომარეობით რეგიონებში ინვესტიციები ასე ნაწილდება:

• ქ.თბილისი - $237.5 მლნ, კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან 37%;
• აჭარა - $73.2 მლნ, ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან 15%;
• ქვემო ქართლი - $35.8 მლნ, ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან 41%;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია - $24.1 მლნ, ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან 23%;
• მცხეთა-მთიანეთი - $14.5 მლნ, ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან 550%;
• იმერეთი - $9.8 მლნ, კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან 60%;
• სამცხე-ჯავახეთი - $6.7 მლნ, კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან 74%;
• შიდა ქართლი - $4.5 მლნ, კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან 64%;
• კახეთი - $2.8 მლნ, ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან 339%;
• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - $0.6 მლნ, კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან 13%;

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების 58 % თბილისში შემოვიდა, ხოლო 18% აჭარაში. დანარჩენ რეგიონებში FDI-ს მხოლოდ 24 % გადანაწილდა.

FDI-ის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ აქ.