უმსხვილესი ინდური ენერგეტიკული კომპანიის, Tata Power-ის გენერალურმა დირექტორმა, პრავირ სინამ BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბუნებრივი რესურსების მხრივ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს და მას საკმაოდ მარტივად შეუძლია რეგიონის ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს.
"ვფიქრობ, საქართველოს ძალიან დიდი ბუნებრივი პოტენციალი აქვს. თითქმის 300 მდინარე, მსოფლიოს მასშტაბით ასეთი რესურსის მქონე ქვეყანა ძალიან ცოტაა. გარდა ამისა, საქართველოს მზის და ქარის განვითარების დიდი პოტენციალიც აქვს.
თუ შეხედავთ ოფიციალურ მონაცემებს, დღეს თუ 3,000 მეგავატის ჰიდრო ენერგიის გენერაციაა საქართველოში, ამ მოცულობის 15-დან 20,000 მეგავატამდე გაზრდის შესაძლებლობა არსებობს. ეს ძალიან დიდი პოტენციალია. იგივე შეიძლება ითქვას ქარის ენერგიაზეც – თითქმის 2,000 მეგავატი და მზის ენერგიის მიმართულებით – დაახლოებით 3–5 ათასი მეგავატი. საქართველოში მიწის დიდი ნაკვეთებია, რომლებიც ჯერ ათვისებული არ არის. 200–დან 300 დღემდე მზიანი ამინდია.
თუ ამ სრულ პაკეტს კომბინაციაში შევხედავთ და თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო ორიენტირებულია სუფთა და მწვანე ენერგიის განვითარებაზე, ვფიქრობ, მზის, ქარის და ჰიდრო ენერგიის ჰიბრიდული განვითარება საიმედო, მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგომომარაგების საფუძველი იქნება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. საქართველომ თავისუფლად შეიძლება შეითავსოს ენერგეტიკული ჰაბის როლი რეგიონში და მის მიღმაც", - განაცხადა Tata Power-ის დირექტორმა.
ცნობისთვის, Tata Power–ი, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. ამ კომპანიის სახელზეა 187 მგვტ–ი სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა. ჯამური ინვესტიცია 550 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. დღეს ჰესზე დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობს.
Tata Power–ი Tata Group-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. Tata Group–ი მსოფლიოს ექვს კონტინენტზე, 100 ქვეყანაში ოპერირებს და გლობალურად 935 000 ადამიანს ასაქმებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს