მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რესტორნებში ფასები საშუალოდ 9%-ით არის გაზრდილი

5e0ef874bdebd
შოთა ტყეშელაშვილი
03.01.20 12:42
1282
2019 წლის დეკემბერში საქართველოს საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში ფასები წლიურ ჭრილში 9%-ით არის გაზრდილი, ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

საქსტატი რესტორნებისა და კაფეების ფასებს რამდენიმე ქვეკატეგორიის მეშვეობით ითვლის. თითოეულ მათგანში ფასების ცვლილება ასეთია:

  • სადილი რესტორანში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 9.09%; 
  • ყავა კაფეში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 7.81%; 
  • ხაჭაპური კაფეში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 8.54%; 
  • ლუდი ბარში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 4.06%; 
  • ხინკალი რესტორანში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 13.63%. 

რესტორნებსა და კაფეებში კვების ღირებულების გაძვირების მთავარი გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, სურსათის ფასების მატებაა. 2019 წლის დეკემბერში ძირითადი საკვები პროდუქტების ღირებულება 12.3%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად კი, ამ ჯგუფში ფასების ცვლილება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8 პროცენტი), თევზეული (14.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (4.6 პროცენტი). 

2019 წლის დეკემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 7% შეადგინა.