06.იანვარი .2022 14:42

საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან ახალ პროექტზე მუშაობს - დავით ფერაძე

საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან ახალ პროექტზე მუშაობს - დავით ფერაძე
views 1472
უკან

საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან ახალ პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ გამოცემა Forbes Infrastructure-ს განუცხადა. მისი თქმით, იგეგმება ერთობლივი ლოგისტიკური გაერთიანების შექმნა, რომელიც მომხმარებლების მომსახურების გაუმჯობესებასა და გადაზიდვების ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული.

2022 წლის გეგმებზე საუბრისას დავით ფერაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რომელიც აღნიშნულ ტვირთებს უნდა მოემსახუროს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მუდმივი მიზანია ტვირთების რაოდენობის ზრდა და გაზრდილი ტვირთნაკადის ხარისხიანი მომსახურება. რაც შეეხება ტვირთბრუნვის მაჩვენებლების ზრდას – მნიშვნელოვანია ნავთოპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლის შენარჩუნება. ერთ-ერთი პრიორიტეტია ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, რომელიც ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა ჩვენი მიზანი – ზრდის ტრენდის შენარჩუნებაა.

2022 წელი საქართველოს რკინიგზისთვის დატვირთული და გამოწვევებით სავსე იქნება, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ მე და ჩემი გუნდის წევრები ჩვენი შედეგების გაუმჯობესებას შევძლებთ“, - განაცხადა მან.

რა პროექტებს გეგმავს "საქართველოს რკინიგზა" 2022 წელს?