მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა დამატებით მატარებელს ზუგდიდის მიმართულებითაც ნიშნავს

572070f6e8f9e
BM.GE
27.04.16 11:56
1642
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ, დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს (#880/879) ნიშნავს ზუგდიდის მიმართულებით. თბილისიდან ა.წ. 29 აპრილს და 01 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 02 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35, ჩასვლა ქ.ზუგდიდში 06:36, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30, ჩამოსვლა ქ. თბილისში 07:05.