მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა: გადაზიდული ტვირთის მოცულობა თითქმის 1 მილიონი ტონით გაიზარდა

5e2703213eea2
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.20 19:35
1596
საქართველოს რკინიგზა 2019 წლის ტვირთბრუნვის მაჩვენებლებს ასაჯაროებს.

"2019 წელს გადაზიდული ტვირთი თითქმის 1 მილიონი ტონით აღემატება 2018 წლის მონაცემებს, ხოლო ტვირთის გადაზიდვით 2019 წელში მიღებული შემოსავალი, თითქმის 67 მილიონით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით," - ნათქვამია რკინიგზის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

რკინიგზის ტვირთბრუნვა 2019 წელს, 2018-თან შედარებით 9%-ით გაიზარდა. კომპანიის განცხადებით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში რკინიგზის ტვირთბრუნვა პირველად გახდა მზარდი.

2012 წელს ტვირთბრუნვის მაჩვენებელი 20.1 მლნ. ტონა იყო, რის შემდეგაც რკინიგზის ტვირთბრუნვა ყოველწლიურად მცირდებოდა და 2018 წელს 10 მლნ ტონა გახდა. 2019 წლის მაჩვენებელი 10.8 მლნ ტონაა. 

2019 წლის დეკემბერში რკინიგზის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფერაძემ Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ტვირთბრუნვის ზრდის მიზეზებზე ისაუბრა. ამასთანავე, ფერაძის თქმით, დამატებითმა ნაკადებმა კომპანიის ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაზეც მოახდინა გავლენა. 

“საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს მიიღო ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის შემოსავალი, უფრო კონკრეტულად 501 მილიონი ლარის შემოსავალი. საოპერაციო შემოსავალი გაიზარდა, დაახლოებით, 15%-ით, ეს არის დაახლოებით 68 მილიონი ლარი. აქვე შემიძლია დავამატო, რომ ერთი არის ტვირთების გადაზიდვა და მეორე არის ჩვენი სერვისი - ეს არის უფრო მეტად სოციალური სერვისი, რაც მგზავრთა გადაყვანას წარმოადგენს. მგზავრთა გადაყვანაშიც რეკორდული მაჩვენებლებია 2019 წელს. 3 მილიონზე მეტი მგზავრი გადავიყვანეთ წელს საქართველოს რკინიგზის საშუალებით. ამ საქმიანობიდან შემოსავალი გაიზარდა 31 მილიონ ლარამდე", - ამბობს დავით ფერაძე.