10.დეკემბერი .2020 17:49

საქართველოს რკინიგზა საახალწლო დღეებში სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს

საქართველოს რკინიგზა საახალწლო დღეებში სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს
views 363
უკან

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით, მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს. ბილეთების შეძენა ონლაინ დღეიდან შეგიძლიათ.

სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება.

"ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის მეშვეობით: www.railway.ge ან აპლიკაციის მეშვეობითშეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება,"- ნათქვამია განცხადებაში.