მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ზუგდიდის მატარებლის ლიანდაგებიდან გადავარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

608e4f4a19743
თამთა ჯიჯავაძე
02.05.21 11:02
2598
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ზუგდიდის სარკინიგზო ხაზზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი, ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს ასცდა ორი გორგოწყვილით.

"შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სარკინიგზო შემთხვევა დღეს დილით მოხდა.