მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს რეკორდული რაოდენობის - 3 მლნ მგზავრი გადაიყვანა

5e04565c7e2b3
ანა ციხისთავი
26.12.19 11:55
889
“მგზავრთა გადაყვანაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს. წელს საქართველოს რკინიგზის საშუალებით 3 მილიონზე მეტი მგზავრი გადავიყვანეთ”,- ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

საქართველოს რკინიგზამ 2018 წელს, დაახლოებით, 2.8 მლნ. მგზავრი გადაიყვანა. 2019 წელს ეს მონაცემი დაახლოებით, 7%-ით გაიზარდა.

გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებლის მიღწევის შედეგად, საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანიდან მიღებული შემოსავლის მაქსიმუმს მიაღწია. 2019 წელს ეს შემოსავალი 31 მლნ ლარამდე გაიზარდა მაშინ, როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 27 მლნ იყო.



ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ვაგონების რაოდენობა 65-ია, მატარებლების საშუალო სიჩქარე კი, 75 კმ/სთ-ია.