მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზამ თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

6108e571d2963
BM.GE
03.08.21 10:41
518
საქართველოს რკინიგზამ თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ორგანიზაცია თანამშრომლებს ვაქცინაციის პროცესში ეხმარება.

კომპანიამ აცრის მსურველები დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მსურელი საკმაოდ ბევრია და მათი აცრა ეტაპობრივად მოხდება. პირველი დოზით რკინიგზელები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში აიცრნენ.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სიკვდილიანობას და ვირუსის მიმდინარეობის სირთულეს.