მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს რკინიგზაში ტოტალური ჭაობია და არის სქემების ბუდე“ - გიორგი ქობულია

6103ea69c5190
თელარა გელანტია
01.08.21 17:00
4043
„საქართველოს რკინიგზაში ტოტალური ჭაობია და არის სქემების ბუდე“ – რკინიგზა ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოა, რომელსაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ყველაზე ხშირად აკრიტიკებს, რადგან მიაჩნია, რომ სახელმწიფო კომპანია არაეფექტიანად იმართება და საჭიროა მისი მოდერნიზაცია და პრივატიზაცია.

#Forbestalks-თან ინტერვიუში ყოფილი მინისტრი მოქმედი პრემიერ-მინისტრის მისამართითაც სვამს კითხვას - რამდენად არის მთავრობა მოტივირებული სახელმწიფო კომპანიის პრივატიზაციით.

„ვინ არის მზად და როდის მოხდება ჩვენი რკინიგზის პრივატიზაცია და ეფექტიანობის ამაღლება; როდესაც მთავრობაში ამ კითხვას გასცემენ პასუხს, მერე ვისაუბროთ ენერგეტიკასა და იმ ურთულეს პროექტებზე, რასაც ჰქვია, მაგალითად, წყალბადის წარმოება. რკინიგზაში ტოტალური ჭაობია და არის სქემების ბუდე... მე აღარ გავცემ პასუხს კითხვას, რატომ არ ხდება პრივატიზაცია, მგონი, ისედაც ნათელია ყველასთვის - ადგილი აქვს განსაზღვრული ჯგუფების ინტერესებს, რომელთაც მისი გაყიდვა არ აწყობთ და მეორე საკითხია პოპულიზმი, რომ აი სახელმწიფო კომპანიის გაყიდვა ხდება და ა.შ. ხოლო ის, რომ პრივატიზება ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ამაზე არავინ საუბრობს, რადგან არ აწყობთ“, - ამბობს გიორგი ქობულია.

ცნობისთვის: 2021 წლის I კვარტალში "საქართველოს რკინიგზამ" 54 მლნ ლარით იზარალა. მეორე კვარტალის მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა.