მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია ფიდერული გემით საკონტეინერო გადაზიდვებს ევროპის მიმართულებით განახორციელებს

628dd797b6952
BM.GE
25.05.22 14:38
525
საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია GR ლოგისტიკა და ტერმინალები Ady Container-თან (აზერბაიჯანი), KTZ Express-თან (ყაზახეთი) და კასპიის საზღვაო სანაოსნო კომპანია ASCO-სთან ერთად, ქართული პორტებიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს ფიდერული გემის მეშვეობით განახორციელებს.

ფოთის პორტიდან პირველი ფიდერული გემი 146 TEU კონტეინერს რუმინეთის პორტში, კერძოდ კონსტანცაში გადაზიდავს. კონსტანცას პორტში გადატვირთვის შემდეგ კი გემზე არსებული ტვირთი გერმანიასა და უნგრეთში, მოგვიანებით კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნება. შავი ზღვის პორტებს შორის საფიდერო ხაზის ამოქმედება, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს.

საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულება შემდეგია: ევროპა - ჩინეთი - ევროპა და ევროპა - შუა აზია - ევროპა. ფიდერული გემი ფოთი/ბათუმისა და კონსტანცას პორტებს შორის რეგულარულ რეისებს განახორციელებს.

გემი, რომელიც 210 TEU კონტეინერს იტევს, თვეში სამ რეისს შეასრულებს. პროექტის მხარდამჭერი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის კონსორციუმის წევრი - ევროპული კომპანია Grampet-ია (რუმინეთი). საკონტეინერო გადაზიდვებში ასევე კომპანიები: Rail Cargo და Metrans მონაწილეობენ.
(NS)