მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 4.6%-ით, 7.1 მილიონ ტონამდე გაიზარდა

5f69f59c3cc32
შოთა ტყეშელაშვილი
22.09.20 17:04
776
COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაიზარდა. კომპანიის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რკინიგზამ 2020 წლის რვა თვეში 7.1 მილიონი ტონა მოცულობის ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წელთან შედარებით 311 ათასი ტონით მეტია. 

რაც შეეხება რკინიგზის სამგზავრო გადაყვანებს, თუკი 2019 წლის იანვარ-აგვისტოში რკინიგზამ 2,034,860 მგზავრი გადაიყვანა, წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 791,735-ია. ამასთანავე, პანდემიის გამო 2020 წლის 24 მარტიდან 15 ივნისამდე სამგზავრო გადაყვანები სრულად შეჩერებული იყო, ხოლო 15 ივნისიდან მხოლოდ 5 მაგისტრალური მიმართულება აღდგა.

საქართველოს რკინიგზას 2020 წლის შუალედური ფინანსური ანგარიში უკვე გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში კომპანიის შემოსავალი 245 მილიონი ლარი იყო. ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაზრდილი სატვირთო გადაზიდვების მიუხედავად, კომპანიამ 31.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. უფრო ვრცლად რკინიგზის ფინანსური შედეგების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე