14.სექტემბერი .2020 22:00

საქართველოს რომელ რეგიონებში მოგზაურობენ ადგილობრივები ყველაზე მეტად? – სტატისტიკა

views 302
უკან

საქსტატმა ადგილობრივი ტურიზმის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 1.8 მლნ-მა ადგილობრივმა ვიზიტორმა საქართველოს ტერიტორიაზე 2 მლნ ვიზიტი განახორციელა. სტატისტიკის მიხედვით, აპრილში, მაისსა და ივნისში 39.2%-ით ნაკლები ვიზიტი განხორციელდა. რაც შეეხება ვიზიტორებს, მათი რაოდენობა 37.2%-ით არის შემცირებული.

კვლევა ასევე ეხება ვიზიტორების მიერ მონახულებულ რეგიონებს. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ.თბილისსა და იმერეთში.

ადგილობრივი ვიზიტორების მიერ 2020 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

• ქ.თბილისი - 405 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 51.2%;
• იმერეთი - 385.4 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 40.5%;
• აჭარის ა/რ - 233.5 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 46.4%;
• კახეთი - 199.9 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 20.5%;
• მცხეთა-მთიანეთი - 194.3 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 9.8%;
• შიდა ქართლი - 158.4 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 40.8%;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი - 151.7 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 38.2%;
• ქვემო ქართლი - 125.9 ათასი ვიზიტი, კლება გასული წლის შესაბამის პერიოდთან 37.4%.

სხვა დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 111.1 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მეორე კვარტალის მონაცემთან შედარებით 39.5%-ით ნაკლებია.

როგორც მოსალოდნელი იყო Covid 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ადგილობრივ ტურიზმზეც მოახდინა უარყოფითი გავლენა. საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო მეორე კვარტალის დასაწყისში კომენდანტის საათი დაწესდა. აღსანიშნავია, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისამდე აკრძალული იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა