სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 81%-ით აღდგა.
საანგარიშო პერიოდში აეროპორტებმა ჯამში 3 694 358 მგზავრი გადაიყვანეს. რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებს, 10 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 505 311 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. მოცემულ პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 549 961 მგზავრს მოემსახურა. ამ შემთხვევაში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 96%-ია.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ის მიმდინარე წლის 10 თვეში 639 086 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 89%-ს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედ ლიდერ ავიაკომპანიებს, 10 თვის მონაცემებით Wizz air ლიდერობს და მას ბაზრის 13% უჭირავს, მეორე ადგილზე 12%-იანი წილით Turkish Airlines-ია, ხოლო მესამე ადგილს თურქული ბიუჯეტური კომპანია Pegasus-ი იკავებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო Wizz air Hungary და Wizz air Abu Dhabi-ის სტატისტიკას ცალ-ცალკე ითვლის. BMG-თვის მოწოდებული ინფორმაციით, Wizz air Abu Dhabi-ს, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, ბაზრის 1% უჭირავს. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ავიაკომპანია ჯამში 55 040 მგზავრს მოემსახურა.
საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი ავიაკომპანიებია:
13% ვიზ ეარ უნგრეთი - 496 222;
12% თურქეთის ა/ხ - 456 802;
9% პეგასუსი - 333 056;
6% ბელავია - 207 451;
5% ფლაიდუბაი - 190 962.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი