მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz air ლიდერობს

63c5215cd38dc
მარიამ ვარადაშვილი
16.01.23 14:29
495
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს.

ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და თითქმის 600 ათასი მგზავრი ყავს გადაყვანილი. საქართველოს ბაზრის ლიდერი Wizz air ევროპის ბაზარზე მე-7 ადგილს იკავებს, ავიაკომპანია გასულ წელს დღიურად საშუალოდ 672 ფრენას ასრულდებდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 14%-ით აჭარბებს.

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. Wizz Air Hungary – 13% [588 226 მგზავრი];
2. Turkish Airlines – 12% [546 895 მგზავრი];
3. Pegasus – 9% [408 780 მგზავრი];
4. Belavia – 6% [243 620 მგზავრი];
5. Fly Dubai – 5% [227 612 მგზავრი];
6. Azerbaijan Airlines – 5% [209 415 მგზავრი];
7. Israir – 4% [197 109 მგზავრი];
8. Flynas – 4% [162 462 მგზავრი];
9. Georgian Airways – 3% [148 612 მგზავრი];
10. Fly Arystan – 3% [138 939 მგზავრი].

2021 წელს გადაყვანილი მგზავრებით Turkish Airlines იკავებდა პირველ ადგილს. გასულ წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 441 316 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 78%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, 2019 წლის მაჩვენებლის კი 85%-ს შეადგენს.

2022 წელს აეროპორტებში ჯამში 21 430 რეისი შესრულდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების - 5 140-ს იყო. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.