სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს რეგულარული რეისების მეშვეობით გადაყვანილი მგზავრების ოდენობით Turkish Airlines ლიდერობს. 2021 წელს ავიაკომპანია 274 404 მგზავრს მოემსახურა და საქართველოს საავიაციო ბაზრის 11.5% დაიკავა.
მეორე ადგილს უნგრული Wizz air-ი იკავებს, რომელმაც გასულ წელს 202 286 მგზავრი გადაიყვანა და ქართული საავიაციო ბაზრის 8.4% დაიკავა. მესამე ადგილზეა უკრაინული ბიუჯეტური ავიაკომპანია Sky up Airlines-ი, რომელმაც 192 921 მგზავრი გადაიყვანა. მას საქართველოს საავიაციო ბაზრის 8.1% უკავია. მეოთხე ადგილზეა თურქული ბიუჯეტური Pegasus Airlines-ი, რომელიც გასულ წელს 191 794 მგზავრს მოემსახურა და საქართველოს საავიაციო ბაზარზე 8% დაიკავა. მეხუთე ადგილს და საავიაციო ბაზრის 7.9%-ს ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia იკავებს, რომელიც 188 438 მგზავრს მოემსახურა.
რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. Turkish Airlines – 274 404 მგზავრი 11%;
2. Wizz Air – 202 286 მგზავრი 8%;
3. SkyUp Airlines – 192 921 მგზავრი 8%
4. Pegasus – 191 784 მგზავრი 8%;
5. Belavia – 188 438 მგზავრი 8%;
6. Fly Dubai – 135 059 მგზავრი 6%;
7. Flynas – 124 717 მგზავრი 5%
8. Israir – 98 098 მგზავრი 4%
9. Georgian Airways – 72 923 მგზავრი 3%;
10. Air Arabia – 72 344 მგზავრი 3%.
იმის გამო, რომ გასულ წელს რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან მოიხსნა, ამ ავიაკომპანიებმა სხვადასხვა დროს აღადგინეს რეგულარული ფრენები.
თებერვლიდან განაახლეს ფრენები Turkish Airlines-მა; Pegasus Airlines-მა და Belavia-მ; მაშინ როცა Wizz air-მა ფრენები აპრილიდან განაახლა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა