17.ივნისი .2022 10:22

საქართველოს საბანკო ასოციაციამ ბაქოში გამართულ ფინტექ სამიტზე საზოგადოებას საქართველოში ღია ბანკინგის მიმდინარე პროექტი გააცნო

საქართველოს საბანკო ასოციაციამ ბაქოში გამართულ ფინტექ სამიტზე საზოგადოებას საქართველოში ღია ბანკინგის მიმდინარე პროექტი გააცნო
views 1879
უკან

ფინტექ სამიტი «ახალი ტენდენციები საბანკო და საფინანსო ეკოსისტემაში - ინოვაციური გადაწყვეტები, ფინტექი და უსაფრთხოება» 2022 წლის 16-17 ივნისს, ბაქოში ტარდება. იგი აზერბაიჯანის საბანკო და ფინტექ ასოციაციების, ცენტრალური ბანკის, VISA-ს, ციფრული განვითარების და ტრანსპორტის სამინისტროს და ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

სამიტის მონაწილეებს ღია ბანკინგის პროექტის განვითარების მიმდინარე პროცესი და მომავალი პერსპექტივები საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის დირექტორმა მიხეილ კაპანაძემ გაუზიარა. მიხეილ კაპანაძე, აგრეთვე, წარუძღვა პანელურ დისკუსიას თემაზე ღია ბანკინგი: ფინანსური ინოვაციების მომავალი.

ღია ბანკინგი, საბანკო მომსახურების ტრადიციულ მოდელს ბანკინგის ღია მოდელად გარდაქმნის. მისი საშუალებით, მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკებში გახსნილი ანგარიშებით ოპერირება ერთი წერტილიდან შეუძლიათ. აგრეთვე, ღია ბანკინგის პლატფორმაზე შექმნილი პროდუქტები მომხმარებლებს გადახდის ინოვაციურ გზებს შესთავაზებს.

ფინანსური სექტორის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ღია ბანკინგი, როგორც ახალი პარადიგმა, დროთა განმავლობაში რადიკალურად შეცვლის ფინანსური სერვისების განვითარების და მიწოდების წესს.

“საქართველოს საბანკო სისტემა უპირობო ტექნოლოგიური და ინოვაციური ლიდერია რეგიონში. იგი ღია ბანკინგის დანერგვის კუთხითაც მოწინავეა და აქვს შესაძლებლობა უნიკალური გამოცდილება მეზობლებს გაუზიაროს” - აღნიშნა მიხეილ კაპანაძემ, ღია ბანკინგის პროექტის დირექტორმა.

(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა