მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საბანკო ასოციაციამ საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმა შექმნა

6298c84c74c62
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.22 19:30
764
პლატფორმის პილოტირება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის საგრანტო მხარდაჭერით მოხდება.

პლატფორმის მიზანია საფინანსო ინსტიტუტების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით, სექტორის უნარების განვითარების ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც პოტენციურ და არსებულ კადრებს მოთხოვნად უნარებში გადაამზადებს და სექტორში დასაქმებას შეუწყობს ხელს.
პლატფორმის პრეზენტაცია ჩატარდა თბილისში, სასტუმრო „სტამბას“ საკონფერენციო დარბაზში 2022 წლის 2 ივნისს.

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია, USAID პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ხელმძღვანელი როსა კიაპე, საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის ხელმძღვანელი სალომე მაკარიძე.

გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - საფინანსო სექტორის საჭიროებები ადამიანური კაპიტალის უნარების მიმართულებით. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ მედეა ტაბატაძე, HR კონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ პარტნიორი; თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი და ანი ხოფერია, კრედო ბანკის ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების დეპარტმენტის უფროსი, მოდერატორი - პროექტის სასწავლო მიმართულების კოორდინატორი, ლევან გოგოლაძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბაკნების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სასწავლო დაწესებულებების, პროფესიული უნარების სააგენტოს, ეროვნული ბანკის და სხვა სექტორული თუ პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.