14 მარტს საქართველოს საბანკო ასოციაციამ საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის სამუშაო შეხვედრა გამართა.
პლატფორმა USAID-ის პროგრამის - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის მხარდაჭერით 2022 წელს შეიქმნა და საფინანსო სექტორის ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარებას ემსახურება.
შეხვედრას კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელები, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები და სხვადასხვა სექტორული ასოციაციები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საბანკო ასოციაციის გუნდმა წარადგინა პროექტის მიმდინარე შედეგები. შემდეგ სამომავლო მიზნებზე და სტრატეგიაზე აქტიური მსჯელობა გაიმართა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რამხელა მონაპოვარია აღნიშნული პლატფორმა საფინანსო სექტორისთვის, რადგან ის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის სექტორის ერთიან ხმას და ძალისხმევას წარმოადგენს.
„ჩვენ მადლობას ვუხდით USAID-ს და USAID ის პროგრამას დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმა. პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი დღეს ადამიანურ რესურსების მართვის კომიტეტია - სადაც საჭიროებების განსაზღვრა და შემდეგ მათზე მუშობა მიმდინარეობს. კომიტეტის წევრები კომერციული ბანკები არიან. სამომავლოდ ვგეგმავთ მის გაფართოვებას და სხვა საფინანსი ინსტიტუტების მოცვასაც“, - აღნიშნა ალქესანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.
„პლატფორმა ემსახურება სექტორს. მიმდინარე საპილოტე პროექტი მონაცემთა ანალიზის მიმართულებით სასწავლო პროგრამის განვითარება და ბანკების თანამშრომლების გადამზადება იყო. ჩვენ მოგვეცა შანსი გაგვეარა სრული ციკლი - საჭიროებების განსაზღვრა, პროგრამის შემუშავება, სწავლების ჩატარება და უკუკავშირის შედეგად სასწავლო პროგრამის ადაპტირება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროექტის შედეგად გვყავს ბენეფიციარები, რომლებმაც გაიარეს პროგრამა და ახლა უფრო ეფექტურად შეძლებენ სამუშაოს შესრულებას. მადლობას ვუხდით USAID ის პროგრამას დამასაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, რომლის მხარდაჭერითაც შეიქმნა ეს სექტორული ცენტრი ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით სამუშაოდ“, - აღნიშნა სალომე მაკარიძემ, საფინანსო სექტორის უნარების განვითარების პლატფორმის პროექტის ხელმძღვანელმა.
ns
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი