მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საელჩო ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

5fdef4e95b274
BM.GE
20.12.20 10:49
1217
საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

"კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემა “Tier Four” ამოქმედდება, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;
 სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი და გასართობი იხურება;

პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;

აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამი დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ "მხარდამჭერი წრის" წევრების მონახულება;

აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება"-ნათქვამია საელჩოს მიმართვაში.