მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საელჩო ისრაელის ქალაქ ლოდში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

609ab4d25a486
თამთა ჯიჯავაძე
11.05.21 20:40
547
საქართველოს საელჩო ისრაელში, იქ მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს.

საელჩომ ერთი საათის წინ გაავრცელა ინფორმაცია ქალაქ ლოდში მცხოვრებთა საყურადღებოდ.

"არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან - დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებიდან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის", - აცხადებენ საელჩოში.

პარალელურად, იერუსალიმში ვითარება დაძაბულია. გუშინ ღაზის სექტორიდან "ჰამასმა" იერუსალიმის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა, რასაც ისრაელის მხარის საპასუხო ქმედებებიც მოჰყვა.

ისრაელში საქართველოს საელჩომ გუშინაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო:

„მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან! მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის იძაბება ურთიერთობა, რასაც ხშირად მსხვერპლიც ახლავს.