06.მარტი .2020 12:00

საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ ქართველებს მიმართავს

views 459
უკან

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების და საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის ზრდასთან დაკავშირებით, იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში ცხელის ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა.

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს და რეკომენდაციებს. თვითნებურად არ მიმართონ ამბულატორიებს და სამედიცინო დაწესებულებებს და რესპირატორული სიმპტომების დროს (მაღალი სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი) დარეკონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 112 და 118.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს რომში ცხელი ხაზის ნომრებზე: (+39 33) 3887-91-23; (+39 35) 0131-21-31; (+39 35) 0148-31-14.

საჭიროების შემთხვევაში, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონულ სამსახურებს შემდეგ ცხელი ხაზის ნომრებზე:

ბაზილიკატა: 800.99 66 88

პიემონტე: 24 საათის განმავლობაში 800-192-020, ან სამუშაო დღეებში 8-დან 20 საათამდე: 800-333-444;

ვალე დ’აოსტა: 800-122-121;

ლომბარდია: 800-894-545;

ალტო ადიჯე: 800-751-751;

ტრენტოს პროვინცია: 800-867-388;

ბოლცანოს პროვინცია: 800-751-751;

ვენეტო: 800-462-340;

ფრიული ვენეცია ჯულია: 800-500-300;

ტოსკანა: 800-556-060;

უმბრია: 800-636-363;

მარკე: 800-936-677;

ემილია-რომანია: 800-033-033;

კამპანია: 800-909-699;

ვრცელი ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლისა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე https://stopcov.ge/ 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა