მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

610bff3d4189b
თამთა ჯიჯავაძე
05.08.21 19:06
1026
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 8 აგვისტოდან, ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიენიჭება ინფიცირების „ძალიან მაღალი რისკის ქვეყნის“ (a very high-risk area) სტატუსი. თუმცა, საქართველოსთვის კვლავ ძალაში დარჩება „ნარინჯისფერი კოდი“ და მას არ მიენიჭება „წითელი კოდი“.

"ეს ნიშნავს, რომ 8 აგვისტოდან საქართველოდან ნიდერლანდებში ტურისტული მიზნით შემომსვლელმა ყველა მგზავრმა უნდა წარადგინოს, როგორც სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ასევე - Covid-19-ზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი (სრულად ვაქცინაცია + PCR ტესტი).

გარდა ამისა, საქართველოდან ნიდერლანდებში შემოსული მგზავრების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი იზოლაცია/კარანტინი, რომელიც ეხება ყველას, მათ შორის ვაქცინირებულ მგზავრებსაც. იზოლაციაში მყოფ მგზავრს შეუძლია, რომ მე-5 დღეს ჩაიტაროს ტესტირება და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.