მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საელჩომ იაპონიაში ქართული სამოსის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია წამოიწყო

5fb61836e025f
ვიქტორია მღებრიშვილი
19.11.20 23:12
940
საქართველოს საელჩომ იაპონიაში ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, - ამის შესახებ საელჩო სოციალურ ქსელში წერს. იაპონიაში საქართველოს საელჩოს პოსტს BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საელჩომ ქართული ეროვნული სამოსის პოპულარიზებისათვის დაიწყო ახალი კამპანია, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საელჩოდან ქართული ჩოხა და სხვა სამოსი გარკვეული ვადით ითხოვოს.

აღნიშნული შეთავაზება პოპულარულობით სარგებლობს იაპონელთა შორის, რაც თავისთავად კიდევ მეტად ზრდის ქართული კულტურისადმი ინტერესს“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.