მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაეზარდა

624f2d43a7d89
BM.GE
07.04.22 23:07
1208
საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაეზარდა. ქვეყანას ამ დროისათვის 4.03 მლრდ დოლარის სარეზერვო აქტივები აქვს და მათი დიდი ნაწილი 3.5 მილიარდი უცხოური ვალუტის რეზერვებია.

თებერვალში სამთავრობო კონვერტაციების შედეგად, $47 მილიონით შემცირებული რეზერვები მარტში 37.7 მილიონით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი კლებაა, რაც 70.9 მილიონს შეადგენდა.

მარტში რეზერვებიდან ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს 39.57 მლნ დოლარი მიაწოდა, რაც პირველი ინტერვენცია იყო 2022 წელს. 9 მარტს სავალუტო აუქციონზე გამოსვლა სებ-ს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად დასჭირდა. ბაზარზე პანიკურმა შესყიდვებმა ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 42.4 თეთრით გააუფასურა. თუ ოფიციალური გაცვლითი კურსი 24 თებერვლისთვის $1/ 2.97 ლარი იყო. 10 მარტისთვის 1 დოლარი 3.40 ლარი ღირდა.

საქართველოს რეზერვების შესავსებად ეროვნულ ბანკს 2019 წლის 17 ივნისის შემდეგ ვალუტა აღარ შეუძენია. 2019-2022 წლებში პირიქით, სავალუტო ბაზარს 1.338 მილიარდი დოლარი მიაწოდა.