საქართველოს სავაჭრო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობამ საარბიტრაჟო საბჭოს ახალი წევრების არჩევას მხარი დაუჭირა. როგორც bm.ge-ის პალატიდან აცნობეს, საბჭოს ახალი შემადგენლობა ადგილობრივ წევრებთან ერთად, არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო დონეზე წამყვანი პრაქტიკოსებით დაკომპლექტდა. აღნიშნულ სიახლეს საერთაშორისო დონეზე არბიტრაჟის სფეროში ყველაზე გავლენიან და აღიარებულ გამოცემა Global Arbitration Review (GAR) ეხმაურება.
საარბიტრაჟო საბჭოს ოთხო ახალი უცხოელი წევრი - იას ბანიფატემი (Shearman & Sterling), პატრიცია შონესი (Stockholm University), სტივენ ფინიციო (WilmerHale), მარკიან კლიუჩკოვკსი (Asters), ფრანცისკო ამალო (Martinez de Hoz & Rueda) და სამი ახალი ქართველი წევრი - ელენე გოგაძე (Sheppard, Mullin, Richter and Hampton LLP), ნატა ღიბრაძე (Hogan Lovells) და მაია ბაქრაძე ჰყავს.
ამასთანავე, საარბიტრაჟო საბჭოს ახალ თავმჯომარედ არჩეულ იქნა ქეთევან ბეთანელი (Freshfields Bruckhaus Deringer, პარიზი), რომელსაც როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.
"საარბიტრაჟო საბჭოს ახალი წევრების უმეტეს ნაწილი საარბიტრაჟო ცენტრთან თანამშრომლობს. მათ შერჩევისას გათვალისწინებულ იქნა კვალიფიკაცია, რეპუტაცია და საარბიტრაჟო სფეროში მუშაობის გამოცდილება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბჭოს წევრების ეროვნებაზე, ენებისა და სხვადასხვა ქვეყნის იურისდიქციის ცოდნაზე. ახალი შემადგენლობა სრულად დააბალანსებს საარბიტრაჟო ცენტრში შემოსული დავების მხარეთა სხვადასხვა ენობრივი და განსხვავებული სამართლებრივი კულტურიდან გამომდინარე შესაძლოდ წარმოშობილ პრობლემატურ საკითხებს", - ნათქვამია Global Arbitration Review (GAR)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივნის ბექა ინჯიას განცხადებით, "აუცილებელია აღინიშნოს საარბიტრაჟო საბჭოს ქართველენოვანი წევრების დაგროვებული გამოცდილება, როგორც კომერციული ასევე საინვესტიციო არბიტრაჟში, რაც მნიშვნელოვნად წაადგება საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობას".
"ხაზგასასმელია, რომ ახალი შემადგენლობის დიდი ნაწილი პროფესიულ საქმიანობას საქართველოს საზღვრებს გარეთ ეწეოდა, რაც ამცირებს გარკვეული ინტერესთა კონფლიქტების დადგომის შესაძლებლობას. შესაბამისად, საარბიტრაჟო საბჭო კვლავ დარჩება დამოუკიდებელი და ხარისხიანი საარბიტრაჟო პროცესის შენარჩუნების გარანტი, რაც საარბიტრაჟო ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს", - აღნიშნა ბექა ინჯიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ