31.მარტი .2022 15:47

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა - სებ

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესდა - სებ
views 1135
უკან

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -26.3 მლრდ აშშ დოლარს (-81.3 მლრდ ლარს) შეადგენდა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -140.4 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 652.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

"2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.5 მლრდ აშშ დოლარია (35.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 424.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 37.8 მლრდ აშშ დოლარი (117.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.1 მლრდ აშშ დოლარით აღემატება,"- წერს ეროვნული ბანკი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა