მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟა იზრდება - თებერვალში $821,000-ის ტრანზაქციები შედგა

621dd5a90c9a6
BM.GE
01.03.22 12:42
3145

საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქტიურობა იზრდება. იანვარში გარიგებების მოცულობამ 1.62 მილიონი დოლარი შეადგინა, თებერვალში კი ბირჟაზე 821 071 დოლარის ღირებულების ტრანზაქციები განხორციელდა, რაც გასული წლის ჯამურ მონაცემებსაც კი აღემატება. შარშან ამავე დროს, საბირჟო გარიგებების რაოდენობა 0 იყო. 

პირველი მსხვილი გარიგება ბირჟაზე 10 თებერვალს შედგა, რომლის ემიტენტი „შპს საქართველოს სალიზინგო კომპანიაა“, ტრანზაქციის ღირებულება კი 206 125 დოლარს შეადგენს.

მეორე გარიგება „შპს კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ ეკუთვნის და მისი ღირებულება 614 945 დოლარია.

საგულისხმოა, რომ 2021 წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე სულ 104 077 ლარის მოცულობის ტრანზაქციები განხორციელდა. გასული წლის მარტში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში კი არცერთი გარიგება არ შემდგარა, შესაბამისად, საფონდო ბირჟის თვიური საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 751 მილიონ დოლარს შეადგენს.