მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს საფონდო ბირჟა საკუთარ თავს ვერ ინახავს, ასე ვერ გაგრძელდება”

6092c9d2a4f21
სალომე მეცხვარიშვილი
08.05.21 10:20
2850
2 თვეზე მეტია საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სესიებზე არცერთი ლარის გარიგება არ განხორციელებულა. საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი გიორგი ფარესიშვილი ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრობს. მისი თქმით, კორონავირუსთან ერთად გარიგებებმა სრულად გადაინაცვლა არასაბირჟო მიმართულებით, რაც საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს და უნდა შეიზღუდოს.

გიორგი ფარესიშვილი ამბობს, რომ საფონდო ბირჟა უფუნქციოდ ვერ დარჩება, რადგან ალბათ ყოველთვის იქნებიან ემიტენტები, ვისაც მოუნდება ფასიანი ქაღალდების გამოშვება, თუმცა, გარიგებების არარსებობის ფონზე ბირჟას საკუთარი თავის შენახვა უფროდაუფრო გაუჭირდება.

“ეს სიტუაცია ბირჟაზე არასწორად აისახება - არამარტო სტატისტიკის თვალსაზრისით, არამედ შემოსავლიანობის თვალსაზრისითაც, თუ გარიგებები არ იდება ბირჟაზე, შემოსავალიც ვერ იქნება. ჯერჯერობით ბირჟა ახერხებს ფუნქციონირებას მსხვილი აქციონერების ხარჯზე, რომლებიც პერიოდულად ზრდიან საფონდო ბირჟის კაპიტალს და ამ ინვესტიცეიბის ხარჯზე ბირჟას გააქვს თავის თავი. ეს პროცესი მუდმივი ვერ იქნება და ალბათ საჭირო იქნება, ბირჟამ იმდენი შემოსავალი დააგენენრიროს, რომ საკუთარი თავის შენახვა მაინც შეძლოს”,- აცხადებს გიორგი ფარესიშვილი და განმარტავს, რომ საფონდო ბირჟის მსხვილი აქციონერები არიან საბროკერო კომპანიები, თანაინვესტირების ფონდი, რამდენიმე ბანკი და სხვა წვრილი აქციონერები.