09.სექტემბერი .2019 09:40

საქართველოს საფონდო ბირჟაზე "ლიბერთი ბანკის" 806 მილიონი აქცია გასხვისდა - ბირჟის მიმოხილვა

views 1080
უკან

სავაჭრო სესიების დროს ლარში "ლიბერთი ბანკის" აქციები გასხვისდა, ჯამში 79 ათასი ცალი, თუმცა თითოეული მათგანის საშუალო შეწონილი ფასი 3-3.5 თეთრი იყო და გარიგებების ჯამურმა ღირებულებამ 2690 ლარი შეადგინა.

არასაბირჟო გარიგებებს, ანუ ე.წ „ფიქსინგს“ რაც შეეხება, ლარში რამდენიმე მსხვილი გარიგება დაფიქსირდა, სადაც აქტიური კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იყო. ჯამში 806 მილიონი აქცია გასხვისდა ღირებულებით 17 მილიონი ლარი.

დოლარში დადებულ გარიგებებში უფრო მეტი კომპანია მონაწილეობდა : სს "ლისი ლეიქ დეველოპმენტი", „ნიკორა“, „საქართველოს სალიზინგო კომპანია“, სს "თიბისი ბანკი" და შპს „m2 კომერციული ქონებები“. ჯამში გასხვისდა 2000-მდე ფასიანი ქაღალდი ღირებულებით 5 მილიონ 608 ათასი დოლარი, რაც ლარში კონვერტირებული თითქმის იგივე რაოდენობის თანხაა, რაც ლიბერთი ბანკის აქციებზე იყო.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, Galt & Taggart-ის მონაცემებით, 4-დან სამმა მათგანმა წაგებით დაამთავრა გასული კვირა. „საქართველოს ბანკის“ 166 ათასი აქცია გაიყიდა 2 მილიონ 252 ათას გირვანქა სტერლინგად, "Georgia Capital"-ის 238 ათასი აქცია გასხვისდა 2.4 მილიონ ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 65 ათასი აქცია გაიყიდა 137 ათას ფუნტად, რაც შეეხება „TBC Bank“-ს მისი 173 ათასი აქცია გაიყიდა 2 მილიონ 148 მილიონ ფუნტად.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ კლება ყველაზე მეტი, 10%-იანი იყო და მისი ფასი თითქმის გაუთანაბრდა 2 ფუნტს. „საქართველოს ბანკის“ 1 აქცია 13.3 ფუნტი ღირს, „თიბისი ბანკის“ 12.2 ფუნტი, Georgia Capital-ის კი 10 ფუნტი. „თიბისი“ 671 მილიონადაა შეფასებული, „საქართველოს ბანკი“ 653 მილიონად, „Georgia Capital“ 372 მილიონ ფუნტად, „საქართველოს ჯანდაცვვის ჯგუფი“ კი 268 მილიონი ფუნტი ღირს.

საქართველოში, ბირჟის ინდექსი, GSX აგვისტოს შემდეგ არ შეცვლილა და 160 პუნქტისგან შედგება, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 31 აგვისტოს მონაცემებით, 1 მილიარდ 941 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა